DMT ახლა SAZEO-ა — ახალი სახელი, იგივე გუნდი და პლატფორმა, რომელსაც ენდობით.
ჭკვიანი შენობის მართვა · ABMOS

HVAC-ის მონიტორინგი და მართვა

SAZEO აერთიანებს თავსებად HVAC-სა და შენობის საინჟინრო სისტემებს ერთ პლატფორმაში: დისტანციური მართვა, 24/7 მონიტორინგი და ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია.

24/7 მონიტორინგი დისტანციური დიაგნოსტიკა ენერგო-ანალიტიკა
საილუსტრაციო მონაცემები 12:47 ❄ HVAC ☀ განათება ▣ უსაფრთხოება ◔ ენერგია ✲ ვენტილაცია ⊚ -23% ენერგია 247 სენსორი ₾2,310 დანაზოგი დღეს 1 შეტყობინება

დაფის საილუსტრაციო მაგალითი; მონაცემები არ არის რეალური ობიექტიდან.

ჩვენი პარტნიორები
70+ შენობა იმართება პლატფორმით · 24/7 მონიტორინგი · დისტანციური კონტროლი
ჩვენ შესახებ

საინჟინრო გამოცდილებიდან — ჭკვიან ციფრულ პლატფორმამდე

SAZEO ეფუძნება ჩვენი გუნდის 15+ წლიან გამოცდილებას საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და წარმოების სფეროში. წლების მანძილზე მომხმარებლის რეალური გამოწვევების შესწავლის შედეგად შეიქმნა პლატფორმა, რომელიც კომერციული შენობების მოვლა-პატრონობას ყველაზე მარტივი, ხარჯეფექტური და კომფორტული გზით ახერხებს.

  • HVAC სისტემების უმარტივესი მონიტორინგი და მართვა
  • ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია
  • დანადგარების ხარვეზების დისტანციური დიაგნოსტიკა
  • თავსებადი დანადგარების ინტეგრაცია
  • შენობის მართვის სისტემა (BMS) მუდმივი მხარდაჭერით
15+
წლიანი საინჟინრო გამოცდილება

წლების განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბური პროექტის — აეროპორტების, კლინიკების, სასტუმრო კომპლექსების, სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა — განხორციელებისას ვხედავდით ჩვენი დამკვეთების რეალურ საჭიროებებს. სწორედ მათზე დაყრდნობით შევქმენით შენობის ავტომატიზაციის სისტემა, რომლის უნიკალური მეთოდოლოგია საქპატენტშია დეპონირებული. დღესდღეობით კი ბევრ ცნობილ კომპანიას ვეხმარებით შენობების ეფექტურ მართვაში.

2010 წლიდან
15+
რესურსების ოპტიმიზაცია

ენერგიის არამიზნობრივი ხარჯვა ბიზნესს ტვირთად აწევს

კომერციული შენობების უმეტესობა ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს არასწორი გრაფიკების, ხელით მართვისა და დაგვიანებული რეაგირების გამო. ეს ხარჯი უხილავია — თუ მას არ აღვრიცხავთ.

⚙

ავტომატური ოპტიმიზაცია

ABMOS თავად მართავს HVAC-სა და საინჟინრო სისტემებს რეალურ დროში — ხელით ჩარევის გარეშე.

📊

24/7 მონიტორინგი

სისტემა მუდმივად აკონტროლებს შენობის მდგომარეობას და დროულად რეაგირებს ნებისმიერ გადახრაზე.

💰

ენერგო-ანალიტიკა

დანაზოგი დამოკიდებულია შენობაზე, დანადგარებზე, მართვის გრაფიკებსა და მოხმარებაზე. შედეგები ფასდება გაზომვების საფუძველზე.

სერვისები

ჭკვიანი, მარტივი, ენერგოეფექტური

01

HVAC-ის ინტეგრაცია

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გაერთიანება ერთ მართვად ფენაში.

02

ენერგო-ანალიტიკა

მოხმარების დეტალური ანალიზი და პროგნოზირება გასაგებ, რეალურ მაჩვენებლებში.

03

ავტონომიური მართვა

სისტემა იღებს გადაწყვეტილებებს ალგორითმების საფუძველზე — ოპერატორის გარეშე.

04

დისტანციური კონტროლი

შენობის სრული მართვა ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროს.

დანადგარების თავსებადობა

მოერგება SAZEO თქვენს HVAC სისტემას?

VRF სისტემები, ჩილერები და AHU-ები — SAZEO-ში დისტანციური მონიტორინგისა და შეთანხმებული მართვისთვის. მიერთების გზას თქვენს დანადგარებსა და არსებულ კონტროლერებს ვარგებთ.

VRF / VRV

SAZEO-სთან ვაერთებთ ნებისმიერი ბრენდის VRF სისტემას: Daikin, Mitsubishi Electric, Mitsubishi Heavy Industries, Toshiba, Hitachi, Panasonic, LG, Samsung, Fujitsu, Midea (V4, V5-X, V6, V8), Gree, Haier, Hisense, York, Carrier, Trane, TICA, Chigo და სხვა.

VRF ბრენდები და სერიები (ინგლისურად)

ჩილერები

ჩილერის ტემპერატურები, მუშაობის სტატუსი, ავარიები და მართვა SAZEO-ში: Midea (MCSS, RCAF), Trane (CMAF), TICA (TCA, TAS), Gree (HLR, LSBLGF), Clivet, Carrier, Micoe, Clint და სხვა.

ჩილერების ბრენდები და სერიები (ინგლისურად)

ჰაერის დამუშავების დანადგარები (AHU)

SAZEO-სთან ვაერთებთ AHU-ებს და მათ კონტროლერებს: VTS, Untes, TICA, RAUT, Dogu, FKS, Siemens და სხვა. ასევე rooftop და რეკუპერაციის დანადგარებს.

პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურა თქვენი პროექტისთვის

გჭირდებათ ახალი ინტეგრაცია? თქვენი დანადგარებისთვის ვქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას, firmware-სა და ინტერფეისის აპარატურას. მოგვწერეთ მოდელი, კონტროლერი და რომელი ფუნქციები გჭირდებათ.

SAZEO-სთან უკვე ინტეგრირებული დანადგარები (ინგლისურად)

ნახეთ დანადგარების სია და ახალი ინტეგრაციის შესაძლებლობები.

დანადგარებს SAZEO-ს საკუთარი წარმოების მოწყობილობებით ვაერთებთ. ფუნქციებს წინასწარ ვათანხმებთ და გაშვებისას დანადგარის პასუხით ვამოწმებთ.

მოგვწერეთ დანადგარისა და კონტროლერის მოდელები, რომელი მონაცემების ნახვა და რომელი ფუნქციების მართვა გჭირდებათ; დაურთეთ მოდელის ეტიკეტის ფოტო.

პლატფორმის ეკრანები

ნახეთ SAZEO-ს ინტერფეისი

ეკრანის სურათებში ნაჩვენებია SAZEO-ს რეალური ინტერფეისი ინგლისურ ენაზე, სადემონსტრაციო მონაცემებით. ხელმისაწვდომი ხედები და მართვის ფუნქციები დამოკიდებულია წვდომის უფლებებსა და დაკავშირებულ დანადგარებზე.

SAZEO-ს მიმოხილვის ეკრანი დანადგარების სტატუსებითა და განგაშების დიაგრამებით; სადემონსტრაციო მონაცემები.გახსენით ეკრანის სრული სურათი

დანადგარების სტატუსი და განგაშები

ონლაინ და ოფლაინ სტატუსები, მიმდინარე განგაშები და ბოლო 30 დღის განგაშების დიაგრამები ერთ მიმოხილვაში.

SAZEO-ს დანადგარის დეტალების ეკრანი მიმდინარე განგაშითა და განგაშების ისტორიით; სადემონსტრაციო მონაცემები.გახსენით ეკრანის სრული სურათი

დანადგარის განგაშების ისტორია

მიმდინარე განგაში, ჩაწერილი ეპიზოდები და ისტორიის დიაგრამები დანადგარის დეტალებში.

როგორ მუშაობს

ავტომატიზაცია 3 მარტივ ნაბიჯში

შეფასება და ინტეგრაცია

ვაფასებთ თქვენს დანადგარებს და ვადგენთ თავსებადობასა და საჭირო სამონტაჟო სამუშაოებს.

ავტომატური ოპტიმიზაცია

ABMOS იწყებს რეალურ დროში ანალიზსა და ავტონომიურ რეგულირებას.

გაზომვადი შედეგები

მონაცემების მიხედვით აფასებთ დანადგარების მუშაობას და ენერგომოხმარების ცვლილებას.

უპირატესობები

კომფორტისა და ეფექტურობის ახალი სტანდარტი

◇

უმარტივესი ინტეგრაცია

ვაფასებთ თქვენს დანადგარებს და ვადგენთ თავსებადობასა და საჭირო სამონტაჟო სამუშაოებს.

⌘

თავსებადი დანადგარების ინტეგრაცია

თავსებადობა დამოკიდებულია დანადგარის მოდელსა და კონტროლერზე. მოგვწერეთ მათი მონაცემები მხარდაჭერის შესამოწმებლად.

↯

ენერგოეფექტურობა

დანაზოგი დამოკიდებულია შენობაზე, დანადგარებზე, მართვის გრაფიკებსა და მოხმარებაზე. შედეგები ფასდება გაზომვების საფუძველზე.

⌕

დისტანციური დიაგნოსტიკა

ხარვეზები ფიქსირდება სისტემაში და შეტყობინება იგზავნება წამიერად SMS ან ელ.ფოსტის საშუალებით — დროული რეაგირება ზრდის დანადგარების სიცოცხლის ხანგრძლივობას.

₾

პროექტზე მორგებული ღირებულება

ღირებულება და ამონაგების შეფასება დამოკიდებულია დანადგარებზე, ინსტალაციაზე და შენობის ენერგომოხმარებაზე. შეთავაზებას ვამზადებთ პროექტის შეფასების შემდეგ.

◷

მართვის ავტომატიზაცია

გრაფიკების გაწერა შენობის დატვირთულობის შესაბამისად. ტემპერატურების ავტომატური ადაპტირება ამინდის მიხედვით.

▣

მეტი უსაფრთხოება

256-bit დაშიფვრა, მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია და წვდომის კონტროლის მექანიზმები. მონაცემები ინახება AWS ქლაუდზე.

∿

მონაცემთა ანალიზი

მუშაობის საათები, მოვლის გრაფიკი, ფილტრების ცვლა — ისტორია და ანალიტიკა პრევენციული გადაწყვეტილებებისთვის.

გამართლებული ინვესტიცია

პროექტზე მორგებული ღირებულება

ღირებულება და ამონაგების შეფასება დამოკიდებულია დანადგარებზე, ინსტალაციაზე და შენობის ენერგომოხმარებაზე. შეთავაზებას ვამზადებთ პროექტის შეფასების შემდეგ.

თქვენი დანადგარები
მოდელები
გამოგვიგზავნეთ დანადგარების ბრენდები, მოდელები და კონტროლერები.
→
SAZEO
შეთავაზება
ვადგენთ თავსებადობას, სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას.

დანაზოგი დამოკიდებულია შენობაზე, დანადგარებზე, მართვის გრაფიკებსა და მოხმარებაზე. შედეგები ფასდება გაზომვების საფუძველზე.

ხშირი კითხვები

რა უნდა იცოდეთ SAZEO-ს შესახებ

რა არის ABMOS?
ABMOS (Autonomous Building Management and Optimization System) არის SAZEO-ს ბირთვი — სისტემა, რომელიც ავტომატურად მართავს და ოპტიმიზაციას უკეთებს შენობის ენერგომოხმარებას რეალურ დროში.
რამდენ ენერგიას დავზოგავ?
დანაზოგი დამოკიდებულია შენობაზე, დანადგარებზე, მართვის გრაფიკებსა და მოხმარებაზე. შედეგები ფასდება გაზომვების საფუძველზე.
თავსებადია ჩემს არსებულ სისტემებთან?
თავსებადობა დამოკიდებულია დანადგარის მოდელსა და კონტროლერზე. მოგვწერეთ მათი მონაცემები მხარდაჭერის შესამოწმებლად.
რა დრო სჭირდება ინტეგრაციას?
დანერგვის ვადა დამოკიდებულია შენობის მასშტაბზე. დემოზე ჩვენ შევაფასებთ თქვენს სისტემებს და მოგცემთ ზუსტ გრაფიკს.
My Sazeo

SAZEO ტელეფონსა და კომპიუტერში

კომპიუტერიდან შესვლისას იხსნება ვებ სამუშაო სივრცე, ტელეფონიდან — მობილური აპი. ორივე ბრაუზერში მუშაობს; აპების მაღაზიიდან ჩამოტვირთვა საჭირო არ არის.

iPhone და iPad · Safari
გახსენით მობილური აპი Safari-ში ქვემოთ მოცემული ბმულით. აირჩიეთ Share (საჭიროების შემთხვევაში — გვერდის მენიუდან), შემდეგ Add to Home Screen და Add. თუ ჩანს Open as Web App, დატოვეთ ჩართული.
Android · Chrome
გახსენით მობილური აპი Chrome-ში ქვემოთ მოცემული ბმულით. თუ ჩანს Install app, გამოიყენეთ ის, ან მოძებნეთ ინსტალაციის ვარიანტი Chrome-ის მენიუში და მიჰყევით ბრაუზერის მითითებებს.
კომპიუტერი · ვებ სამუშაო სივრცე
აირჩიეთ „გახსენით My Sazeo“ და შედით თქვენს ანგარიშში. კომპიუტერში იხსნება ვებ სამუშაო სივრცე ბრაუზერის ჩვეულებრივ ჩანართში. ინსტალაცია საჭირო არ არის.

ნახეთ ვიდეო: აპის ინსტალაცია ტელეფონზე

მიმდინარე მონაცემებისა და დისტანციური ბრძანებებისთვის საჭიროა ინტერნეტი. ხელმისაწვდომი ფუნქციები დამოკიდებულია თქვენს წვდომის უფლებებსა და მიერთებულ დანადგარებზე.

მოითხოვე დემო

გაიგეთ, როგორ მოერგება
SAZEO თქვენს შენობას

მოგვწერეთ კომპანიის სახელი, ქვეყანა და დანადგარების ბრენდები ან მოდელები. ერთად შევაფასოთ თქვენი პროექტი.

მოგვწერეთ დემოს მოთხოვნით

აირჩიეთ ელფოსტის ვარიანტი ან დააკოპირეთ მისამართი: info@sazeo.io

ან დაგვირეკეთ: +995 575 75 22 70
⏱
15 წუთისწრაფი, კონკრეტული პრეზენტაცია
✓
უფასოდემო და პირველადი კონსულტაცია
⌂
თქვენს შენობაზე მორგებულიკონკრეტული შედეგების შეფასება