SAZEO აერთიანებს გათბობას, გაგრილებასა და ვენტილაციას ერთ ინტელექტუალურ პლატფორმაში — რეალურ დროში მონიტორინგი, ავტომატური ოპტიმიზაცია და დადასტურებული ენერგოდანაზოგი.
SAZEO (ყოფილი DMT) ეფუძნება ჩვენი გუნდის 15+ წლიან გამოცდილებას საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციისა და წარმოების სფეროში. წლების მანძილზე მომხმარებლის რეალური გამოწვევების შესწავლის შედეგად შეიქმნა პლატფორმა, რომელიც კომერციული შენობების მოვლა-პატრონობას ყველაზე მარტივი, ხარჯეფექტური და კომფორტული გზით ახერხებს.
ჩვენ არ ვართ უბრალოდ პროგრამისტები — ჩვენ ის ინჟინრები ვართ, ვინც ეს სისტემები წლების განმავლობაში საკუთარი ხელით დააპროექტა და დაამონტაჟა. ამიტომ ზუსტად ვიცით, სად იკარგება ენერგია.
თბილისი · 2017 წლიდანდანერგვა არ მოითხოვს არსებული საინჟინრო სისტემების ცვლილებას და არ აფერხებს ბიზნეს ოპერაციებს.
მცირე კონტროლერები მონტაჟდება არსებულ დანადგარებზე — ნებისმიერი ბრენდი, ნებისმიერი პროტოკოლი, ერთ ეკრანზე. მშენებლობის შემდეგაც კი.
გრაფიკები, წესები და ალგორითმები რთავს და თიშავს დანადგარებს შენობის რეალური დაკავებულობის მიხედვით — არასამუშაო საათებში ენერგია აღარ იხარჯება.
ენერგოდანაზოგი დასტურდება საერთაშორისო სტანდარტებით (IPMVP, ASHRAE G14) — მტკიცებულება და არა შეფასება.
ინტეგრაცია არსებულ ინფრასტრუქტურაში ნებისმიერ დროს — კომპლექსური სამონტაჟო სამუშაოებისა და ოპერაციების შეფერხების გარეშე.
IoT სისტემა უერთდება ნებისმიერი ბრენდის დანადგარს — მიერთების ლიმიტის გარეშე.
დანაზოგი სისტემური ალგორითმებითა და მონაცემთა ანალიზით — ნაკლები ხარჯი, ნაკლები ზიანი გარემოს.
ნებისმიერი ხარვეზი ფიქსირდება და შეტყობინება იგზავნება წამიერად — დროული რეაგირება ზრდის დანადგარების სიცოცხლის ხანგრძლივობას.
მცირე ინვესტიცია კონტროლერებში — რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე ტრადიციულ BMS სისტემებში.
გრაფიკებისა და წესების მარტივი დანერგვა — ზოგავს დროს და ამცირებს ადამიანურ შეცდომებს.
256-bit დაშიფვრა, მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია და წვდომის კონტროლის მექანიზმები.
მუშაობის საათები, მოვლის გრაფიკი, ფილტრების ცვლა — ისტორია და ანალიტიკა პრევენციული გადაწყვეტილებებისთვის.
უმეტეს შენობებში გათბობა-გაგრილება ჩართული რჩება მაშინაც, როცა სივრცეები ცარიელია — ღამით, შაბათ-კვირას, არასამუშაო საათებში. SAZEO ავტომატურად მართავს დანადგარებს დაკავებულობის მიხედვით და პრაქტიკაში საშუალოდ 15–30% ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს.
მარტივდება სისტემების მოვლა-პატრონობა და მონიტორინგი ყველა ფილიალში, უმჯობესდება ენერგოეფექტურობა.
გათბობა-კონდიცირების დისტანციური მართვა საკლასო ოთახების დატვირთულობის მიხედვით.
ვენტილაციის ავტომატიზაცია და ენერგოეფექტურობა — პაციენტების კომფორტზე კომპრომისის გარეშე.
საინჟინრო ინფრასტრუქტურის დისტანციური მართვა — ნაკლები საოპერაციო და კომუნალური ხარჯი.
ავტომატიზაცია აკონტროლებს დანადგარების მუშაობას არასამუშაო საათებში.
გრაფიკების ოპტიმიზაციით მიიღწევა მნიშვნელოვანი ენერგოდანაზოგი დიდ სივრცეებში.
პროექტის შეფასება სრულიად უფასოდ.
დაჯავშნე უფასო დემო — გაჩვენებთ, სად იხარჯება ენერგია და როგორი იქნება დადასტურებული დანაზოგი.